LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძეს ნიშნობის ბეჭედი უკეთია: „ეს ადამიანი იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე ქაოსური პერიოდი მქონდა… სიყვარულმა შემცვალა, შინაგანად გამალამაზა, როცა ბედნიერი ხარ, ეს ჩანს…“

932
გიორგი-ნაზღაიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია გიორგი ნაზღაიძე.

ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

ახლა ძალიან კარგ ეტაპზე ვარ, ჩემ ირგვლივ ყველაფერი დალაგებულია, სიმშვიდეა, სიწყნარეა ყველა კუთხით. მაქვს გეგმები, თუმცა ჯერ არაფერს ვიტყვი, არის გარემოცვიდან შური…

რა მოხდა „პრაიმ ჰაუსთან“ დაკავშირებით?

პარიზში ვიყავი, ეს მოგზაურობა მაინც ვერ ჩამაშხამეს, თუმცა საპირფარეშოში ვიყავი, როცა შეტყობინება მომივიდა, რომ ჩემთან თანამშრომლობა აღარ სურდათ. მიზეზად გაჟღერდა, თითქოს „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებს არ სურდათ, რომ მე ვყოფილიყავი წამყვანი, თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა.

იყო თუ არა ეს შენთვის დაცემა?

არა, არანაირად, მე სხვა უამრავი საქმე მაქვს, ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, ეს იყო უბრალოდ ჩემთვის უპატივცემულობა. არხი, რომელსაც ამდენი რამე გავუკეთე, მხოლოდ ესემესით შემოიფარგლა. რაც წამოვედი ამ არხიდან, მშვიდად ვარ, იმიტომ, ორი წლის განმავლობაში დაუღალავად ვმუშაობდი.

შენი ძირითადი პროფესია რა არის?

პროფესიით ვარ იურისტი და ასევე ვარ ეკონომისტი. არც ერთი პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა თავისუფლად შემიძლია გამოვიყენო.

რატომ ხვდები გამუდმებით სკანდალებში?

სალვადორ დალის სიტყვებს მოვიყვან, რომელიც მე ხელზე მაწერია, „მე მივდივარ და უკან მომყვებიან სკანდალები“. ასე ხდება, როცა ხარ საჯარო პირი და შენი ყველაფერი აინტერესებთ.

ახლა გვესაუბრე შენს ბეჭდებზე, ორივე ხელზე გიკეთია…

დიახ, ერთი არის ჩემი საყვარელი ადამიანის ნაჩუქარი ბეჭედი, მეორე, რომელიც ორივეს გვაქვს, ანუ ნიშნობის. ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაფერი ისე კარგადაა, როგორც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე ქაოსური პერიოდი მქონდა, ამ ადამიანმა ზუსტად გამაგებინა ყველაფერი…

ის არ არის საჯარო პირი, შოუბიზნესი საერთოდაც არ ადარდებს. საკმაოდ კარგი პროფესია აქვს. სიყვარულმა შემცვალა, შინაგანად გამალამაზა, როცა ბედნიერი ხარ, ეს ჩანს. ურთიერთობა არ არის მხოლოდ მიყვარხარ-გიყვარვარ. მცირედი რაღაცები აუცილებელია, დღის გალამაზება. საჩუქრებს ხშირად ვჩუქნით ერთმანეთს, ზოგჯერ ძალიან ძვირიანსაც კი.

შვილზე გვესაუბრე ახლა…

ვაიმე, ამ თემამ როგორ დამღალა, დღემდე მწერენ ხოლმე, აბა, შვილი დაიბრუნეო?.. იცით, პროექტი დასრულდა უკვე და უფრო მეტად რომ გავამწარო ეს ადამიანები, შემიძლია ვუთხრა, რომ იცით, მე მოგატყუეთ… პროექტიც მე მოვიგე, ბინაც მე მოვიგე, ყველაფერიც მე მოვიგე, თუმცა ეს არის სიმართლე, ეს ძალიან რთულია. ის აშშ-ს მოქალაქეა, სანამ არ გახდება სრულწლოვანი, არ მაქვს უფლება, მასთან მქონდეს კავშირი. მაქვს ბავშვის ფოტო ტელეფონში, ჩემ ირგვლივ ბევრს აქვს ნანახი.

გიორგი და ბრენდები…

ვიმოსები ყველგან, მთავარია მქონდეს ჩემი სტილი, მთავარია მომწონდეს, ეს შეიძლება იყოს ბრენდული ტანსაცმელიც და მეორადიც. მაქვს ძვირად ღირებული სამოსი. მაქვს პიჯაკი, რომლის ღირებულებაც არის ერთი მანქანის ფასი, მაგალითად, 6000 დოლარი.

შენი პირველი შოუ…

ეს იყო „მაესტროზე“, რეალური შოუ, „ლიფტი“, თუმცა არ გავიდა ეთერში. შემდეგ მამუკა ღლონტმა დამირეკა და შემომთავაზა, „მდიდრებსა და ღარიბებში“ მონაწილეობა მიმეღო. იმ პერიოდში „300 არაგველებზე“ მაღაზიაში სიგარეტს ვყიდდი. ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, ეს არ არის ის ცხოვრება, რომლითაც შენ უნდა იცხოვროო. მან და ჩემმა მეგობრებმა შეავსეს განცხადება და მეც შევედი ამ პროექტში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები