„ახლა პატარებთან ვართ. ისეთი დათრგუნულები არიან ცოტა ხნით გამოვარიდეთ ტკივილს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია წერს.
სალაყაია საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმ მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ, რომელთაც დედა გარდაეცვალათ.
დიკა სალაყაია სოციალური ქსელის მომხმარებლებს პატარების ვიდეოს უზიარებს და წერს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები დათრგუნულები არიან:
დიკა სალაყაია: „საშინელი ამბავი გვაქვს, ბავშვების დედა გარდაიცვალა, გული გაუჩერდა..ახლა ყველაზე, ყველაზე ძალიან ვჭირდებით პატარებს..დარჩნენ უამრავ პრობლემასთან, ტკივილთან ერთად“
დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ახლა პატარებთან ვართ. ისეთი დათრგუნულები არიან ცოტა ხნით გამოვარიდეთ ტკივილს. წუხელ დედასთან გავათენეო გაბრიელმა. მთავარია სახლის პრობლემა მოვაგვაროთ, რომ მევახშემ ქუჩაში არ დატოვოს პატარები. საღამოს ყველაფერს გაგაგებინებთ…“ – წერს დიკა სალაყაია.
ცნობისთვის, დიკა სალაყაიამ სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა.
მისი თქმით, დაიღუპა მრავალშვილიანი დედა, ლიკა, რომელსაც საზოგადოება აქტიურად ეხმარებოდა.
როგორც დიკა სალაყაია წერს, მცირეწლოვან ბავშვებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.