LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

896
მიხეილ ცაგარელი

იმოქმედეთ უანგაროდ!

მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

მოერიდეთ ტყუილის თქმას, სხვათა კრიტიკას და შეცდომების ძიებას, უმჯობესია მიხედოთ საკუთარ საქმეს.

არ ღირს ფანტაზიებს აყოლა, შეაფასეთ მოვლენები ობიექტურად და იმოქმედეთ მათი გათვალისწინებით.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ემოციებს აყოლა და გადაწყვეტილების იმპულსურად მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ნოვატორული და რეფორმატორული საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, წიწიბურათი და ზღვის პროდუქტით. მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას და თვალების გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები