LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: ნინი რამდენიმე წელი ცოტა ჩაკეტილი იყო… ვფიქ­რობ, მისი შეგ­რძნე­ბე­ბი იყო, რაც „ინსტაგრამზე“ და­წე­რა

2327
ხათუნა ჟორდანია

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ განაცხადა, რომ 5-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს და­შორ­და. როგორც მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი გამომწერის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უკვე დიდი ხანია, რაც მეუღლეს დაშორდა.

„დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს“ – რას წერს ნინი ქარსელაძე ყოფილ მეუღლეზე

ნინი ქარსელაძის გულახდილობას სოციალურ ქსელში მისი გამომწერებისგან უამრავი შეკითხვა მოჰყვა – მათ შორის, ჰკითხეს, მისცემდა თუ არა ბოლო შანსს მეუღლეს.

„ბოლო შანსი რომ მიგეცა შენი ყოფილი მეუღლისთვის?“ – რას ჰპასუხობს ნინი ქარსელაძე ერთ-ერთი გამომწერის შეკითხვას

სწორედ ნინი ქარსელაძის გულახდილობის შესახებ ჰკითხა Ambebi.ge-მ მომღერლის დედას, ხათუნა ჟორდანიას ინტერვიუში, რომელშიც ის ოჯახსა და მისი ოჯახის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნეგატიურ კომენტარებზე საუბრობს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: „სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და ნი­ნის გუ­ლახ­დი­ლო­ბა, ფაქ­ტია, რომ ის ბოლო წლებ­ში მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და“, ხათუნა ჟორდანიამ განაცხადა:

„ეს ნი­ნის უნდა ჰკი­თხოთ. ცოტა ჩა­კე­ტი­ლად იყო რამ­დე­ნი­მე წელი და ვფიქ­რობ, ეს მისი შეგრძნებები იყო, რაც ინ­სტაგ­რამ­ზე და­წე­რა“.

ხათუნა ჟორდანიამ ინტერვიუში მის მიმართ ნინის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა:

„ყვე­ლა შვილს უყ­ვარს დედა, მაგ­რამ ნინი მგო­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა დღევანდელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ნინი, მე დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ამას ყველ­გან ვამ­ბობ და ყო­ველ­თვის ვი­ტყვი. არ და­მე­ზა­რე­ბა იმის გა­მე­ო­რე­ბა რომ, ნინი ჩემთვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზია“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია Ambebi.ge-სთან ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g