LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ახალი ბიუჯეტური კროსოვერის სახელი გაამხილა

107
Volkswagen-მა ახალი ბიუჯეტური კროსოვერის სახელი გაამხილა

Volkswagen-მა ბიუჯეტური კროსოვერის ახალი გამოსახულება გაავრცელა. კომპანიამ სიახლის სახელიც გაასაჯაროვა: მოდელს Tera ერქმევა და მას სამხრეთ ამერიკაში გაყიდიან. Renault Sandero-ს კონკურენტის დებიუტი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი და ის ადგილს Nivus-სა და T-Cross-ს შორის დაიკავებს.

წარმოება ბრაზილიაშია დაგეგმილი, ზუსტად იქ სადაც Polo Track-ს უშვებენ.

Volkswagen Tera-ს პლატფორმა MQB-A0-ზე ააგებენ. ბამპერიდან ბამპერამდე კროსოვერს დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის მანძილი ექნება, ხოლო ხიდებს შორის დაშორება 2,6 მეტრი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, Tera-ს მოძრაობაში ლიტრის მოცულობის TSI ძრავა მოიყვანს და აგრეგატის სიმძლავრე 116 ცხენის ძალა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები