ანჯელინა ჯოლი, ერთადერთ ბიოლოგიურ ვაჟთან, ნოქსთან ერთად, სამწლიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი და მისი 16 წლის შვილი ყოველწლიურ ღონისძიებას, Governors Awards-ს დაესწრნენ.
ამ დღეს ანჯელინა ღია ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი, ნოქსს კი შავი კოსტიუმი ეცვა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მალევე მოიცვა და უამრავი კომენტარიც გამოიწვია.
„მამა ჯობია“, „როცა შენი ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი შენ არ გგავს“, „ბრედის სილამაზე აღარ განმეორდება“, „ულამაზესი დედა-შვილი“, „მამას ჰგავს“, – არ წყდება კომენტარები.