LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ოპოზიცია არა მარტო მორალისგან, ინტელექტისგანაც დაცლილია, ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი შეიძლება ისეთ აქტივობას გასცდეს, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო“

118
ნინო წილოსანი

„თუ აქამდე ვამბობდით, რომ ოპოზიცია რეპუტაციისგან და მორალისგან იყო დაცლილი, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია ინტელექტისგანაც დაცლილია. ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი შეიძლება ისეთ აქტივობას გასცდეს, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან, თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრის დროს განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, „აქციების დაშლა გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს“. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა არ არსებობს.

„მის მიერ [ზურაბ გირჩი ჯაფარიძე] დაპირებულ უნიკალური გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერებს ამაზე მეტის იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.

მიმდინარე აქციებმა რამდენიმე რამ დაგვანახა: ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო. შესაბამისად, ისინი აქციებზე არ გამოდიან და აქციებს სათანადო მუხტი არ აქვს.

მეორე: დავინახეთ ის, რომ ოპოზიციას არც გარედან აქვს მხარდაჭერა. მათი პარტნიორების მხრიდან რესურსი წინასაარჩევნო განცხადებებში ჩაიდო და როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით დამარცხებული და წაგებულია, ეს მხარდაჭერა გარედანაც დაიცალა.

მესამე: მთელი ამ დღეების მანძილზე, იმდენად ამორალურ, სადისტურ, ბინძურ მოქმედებებს ახორციელებენ, ამ ყველაფრის შემხედვარე მობილიზებას ვერ შეძლებენ.

აქციების დაშლა გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს, უარგუმენტოდ არავინ დაიჯერებს სიგიჟეს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აღარავის აღარ უნდა ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა!

ბოლო დღეებში გაკეთდა განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორისკენ შეიძლება 100 მილიონი ლარი მიიმართოს. რა თქმა უნდა, ახლა აგრესიული აქტივისტები, ვითომ „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები მზად იქნებიან რუსთაველზე დაწვნენ, გაწვნენ, დასხდნენ და ყველა ფორმა მიიღონ ამ 100 მილიონის გულისთვის. სამწუხაროა, როცა ვინმე კვებას ორგანიზაციებს, ვისაც NGO-ს გარდა, ყველაფერი შეგიძლია უწოდო“, – თქვა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g