LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირთაძეს, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს – კირთაძე ცესკოს წევრობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს

144
დავით კირთაძე

ცესკოში პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელმაც 16 ნოემბრის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, ცესკოს დატოვება მოუწევს – კირთაძე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცესკოს წევრობას ვერ შეძლებს.

ამის მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.

სასამართლომ კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

კირთაძის დაჯარიმება საარჩევნო კოდექსის 91-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარის ოდენობით აჯარიმებს. ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით (კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, “გ“ ქვეპუნქტი) აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არის ცნობილი. ასეთი პირი ცესკოს წევრად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ვერ დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ახალარჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ცესკოს პარტიული შემადგენლობა ხელახლა – 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად უნდა დაკომპლექტდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g