მომღერალი თინათინ ჭულუხაძე და მისი ვაჟი – მათე მარტიაშვილი, რომელმაც მსმენელს ძალიან შეაყვარა თავი საბავშვო მუსიკალური პროექტიდან „რანინა“, გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ.
თინათინ ჭულუხაძემ და მათე მარტიაშვილმა გადაცემაში ერთად კიდევ ერთხელ იმღერეს და მსმენელი აღაფრთოვანეს. თინათინ ჭულუხაძე სიმღერის ფრაგმენტს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს:
„კიდევ ერთხელ ჩავღიღინდით! სიტკბო და გული ჩემი“, – წერს თინათინ ჭულუხაძე.
ვიდეო: „დედიკო რომ არა, ვერ გამომარჩევდნენ, ვერ დამინახავდნენ“ – მათე მარტიაშვილი