კუჭის დამცავები ზოგჯერ იწვევს ფეხების სპაზმს, კუნთების ტკივილს – როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში ? ამ თემაზე პირდაპირი ჩართვისას, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა:
„კუჭის დამცავები კუჭის მჟავიანობას აქვეითებს. კუჭის დამცავები, ძირითადად პრაზოლები, იწვევენ კუნთების ტკივილს, სპაზმს. როდესაც ადამიანი იღებს კუჭის დამცავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქვემო კიდურების სპაზმიც.
თუ ადამიანი თვეების განმავლობაში იღებს მას, ქვეითდება მაგნიუმის, კალციუმის შეწოვა ორგანიზმში. ეს არ ნიშნავს, რომ წამალი უნდა შეწყვიტო. არა, უნდა გადაამოწმო გაქვს თუ არა მაგნიუმის ნაკლებობა და საჭიროების შემთხვევაში ის უნდა შეავსო“, – ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე.