LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტინა კუნაკის ფოტოები თავგადაპარსული ვენსან კასელისა და ორსული ნარა ბაპტისტას გამოჩენის შემდეგ

249
page

რამდენიმე დღის წინ, ვენსან კასელის მონაწილეობით ახალი ფილმის, „ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე 57 წლის მსახიობი საყვარელ ქალთან, ნარა ბაპტისტასთან ერთად გამოჩნდა, რომელიც ახლა ორსულობის მეექვსე თვეში იმყოფება. კასელი საზოგადოების წინაშე რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა, მან თმა სრულად გადაიპარსა.

ორსული ნარა ბაპტისტას და თავგადაპარსული ვენსან კასელის უახლესი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

ყოველივე ამის ფონზე, კასელის ექს-მეუღლე, ტინა კუნაკი ფოტოების სერიას ავრცელებს და ის, როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ 27 წლის კუნაკი საკმაოდ წარმატებული მოდელია და ძალიან ხშირად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ჩვენებებში.

ცნობისთვის, ტინას და ვენსანს საერთო ქალიშვილი ამაზონი ჰყავთ, თუმცა ექს წყვილი გოგონას საზოგადოებისგან მალავს. რა მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს ტინა და ვენსანი, ამ დრომდე უცნობი რჩება.

რევანში – ნარა ბაპტისტას ორსულობის ფონზე, ტინა კუნაკი ფოტოების სერიას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები