LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს“ – აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

184
მათე დევიძე

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავა – მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რორ­მა ანი ხუბეჯაშვილმა გან­მარ­ტა, ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვია, მის მიერ მოქ­ნე­უ­ლი ჯოხის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხე­ლის, შუბ­ლის, ბე­ჭი­სა და ზურ­გის არე­ში მი­ი­ღეს.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. ხუ­ბე­ჯაშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულს, მათი „ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლა“ არ გა­მო­უწ­ვე­ვია.

„პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა არის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლი – ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­მელ­შიც მკა­ფი­ოდ ჩანს ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ 3 პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი. საქ­მე­ზე გა­მო­თხო­ვი­ლია ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ი­და­ნაა გა­მო­თხო­ვი­ლი, ამას­თან, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბია ასა­ხუ­ლი. ჩა­ნა­წე­რებ­ში ნათ­ლად ჩანს ბრალ­დე­ბუ­ლის თავ­დას­ხმის მო­მენ­ტი, როცა ის ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­ხმის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თავს და და­ზი­ა­ნე­ბას აყე­ნებს. ვი­თა­რე­ბა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ვი­თარ­დე­ბო­და, როცა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს წეს­რი­გის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. მათე დე­ვი­ძე, რო­მე­ლიც მათ­გან მო­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ე­ლებს, ეს ჩა­ნა­წე­რებ­ში ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ ჩანს. საქ­მე­ში მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბია და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ჩა­ნა­წერ­ში ასა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მათე დე­ვი­ძეა.

მათე დე­ვი­ძეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ აკა­ვებ­დნენ, როცა ის მი­ვი­და და მათ თავს და­ეს­ხა, მათ­გან მო­შო­რე­ბით იყო, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ მათე დე­ვი­ძეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში, როცა მათ თავს და­ეს­ხა, მის მი­მართ არა­ნა­ი­რი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ბე­ჯაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ცნო­ბის­თვის, მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რი­საა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მიმ­დი­ნა­რეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g