სექს-ინდუსტრიის თანამშრომლები ამიერიდან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულებების დადებას შეძლებენ. ამის შესახებ The Guardian წერს.
დაწყებული 1-ლი დეკემბრიდან, უძველესი პროფესიით დაკავებულები იმავე უფლებებით ისარგებლებენ, როგორითაც სხვა დასაქმებულები სარგებლობენ. საუბარია შრომითი ხელშეკრულების დადებასა და სოციალურ გარანტიებზე: იქნება ეს პენსია, ბიულეტენზე გასვლა, შვებულება თუ დეკრეტული.
ასევე, სექს-მუშაკებს უფლება ექნებათ მომხმარებლებს თავისი პირობების დაცვა აიძულონ.
ბელგიაში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია 2022 წელს დაიწყო. The Guardian აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიღებული კანონი „სექს-მუშაკების უფლებების შესახებ“ მსოფლიოში პირველია.