LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დასთანხმდება, სჯობს, თბილისის აქციების მე-13 ღამეს შეხედოს“

123
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მე-13 დღეს ეხმიანება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი რუსულ მომავალზეა თანახმა, სწორედ ამ აქციებს უნდა შეხედოს.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დასთანხმდება, სჯობს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის მიუხედავად, რომელიც, უახლოეს დღეებში,„სიკვდილის შესაძლო 2-3 ფაქტის“ შესახებ აცხადებს“, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სუსი: „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს… დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g