LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩვენს გადაკიდებას, ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ… „მთავარი“ არ დაიხურება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!“

269
ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია“ – ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ „მთავარი არხი“ სატელევიზიო სივრციდან არ გაქრება.

ნიკა გვარამია: „არხი აიძულეს თვეში 15 000 ლარი ეხადა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძისთვის… მოახლოვდა არჩევნები, გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: „ჩვენ 3 კაცი გვეკუთვნის სიაში“ – ისეთივე პასუხი მიიღო, რაც ერთის თხოვნის შემთხვევაში იქნებოდა – გამორიცხულია“

„მთავარი“ არ გაქრება სატელევიზიო სივრციდან. უბრალოდ, უნდა გცოდნოდათ, რომ ამ ადამიანებს ორი ფრონტის ხაზი აქვთ. შიგნით და გარეთ.

გაიხსენეთ „რუსთავი 2“-ის ამბავი. რა მიიღეს? უფრო ძლიერი და ეფექტიანი პლატფორმა. ასე იქნება ახლაც.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! – „მთავარი“ არ დაიხურება და ეს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს ზაზა ოქუაშვილს.

ჩვენს გადაკიდებას, ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ. დანარჩენს ვნახავთ რაც მოხდება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ფეისბუქი დაგვიბრუნდა. მთავარი არ გაქრება სატელევიზიო სივრციდან. უბრალოდ უნდა გცოდნოდათ რომ ამ ადამიანებს ორი ფრონტის…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, 11 დეკემბერს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს.

„როდესაც ყელს გჭრის შინაური და თან ასეთ დროს, ეს განსაკუთრებით მტკივნეულია“ – გიორგი გაბუნია

„ჩასაფრებულებო, „მთავარი არხი“ არსად მიდის და არ იხურება… “ – რას წერს არხის ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g