„მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის, პრემიერობის დროს თვალი დავკარგე, აქციაზე მიწევს მასთან ერთად დგომა…“ – ამის შესახებ 20 ივნისს, რუსთაველზე აქციის დაშლისას დაზარალებულმა მაკო გომურმა განაცხადა.
როგორც მაკომ აღნიშნა, ის თბილისში მიმდინარე აქციებს აქტიურად უერთდება, რადგან გაბრაზებულია მთავრობაზე, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ახლა სახეში ნაკლებ ტყვიას გვესვრიან და ნაკლები დამიზნებით გვხვდება ისინი, სამაგიეროდ, რეპრესიებია გაჩაღებული. სხვა რა ხდებოდა 37 წელს?! თუნდაც რუსული მმართველობის შემდგომ პერიოდებში?! კარგი იყო აქამდე საქმე არ მიგვეყვანა და სისტემას ამდენი ადამიანი არ შესწიროდა. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ რა სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ მასობრივად ხმა ამოიღოს?! ვერ ვხდები, რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს, რომ ცოტა ხანს მაინც თავისი პრინციპები დათმოს. მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის, პრემიერობის დროს თვალი დავკარგე, აქციაზე მიწევს მასთან ერთად დგომა…
მეც მაქვს შინაგანი ბრძოლები, ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები, სად არის შენი პრინციპები?! მაგრამ ამ წუთას მხოლოდ საკუთარ პრინციპებზე ფიქრი არ შემიძლია, რადგან ჩვენი მთავარი მტერი პრორუსული ხელისუფლებაა, ქვეყანაში გვიზის. ვიცი, რომ ამ დროს რაღაცნაირად საკუთარი უნდა დავთმო. ახლა თავის დანებების დრო არ გვაქვს, რადგან ამდენი 17-18 წლის ბავშვია დაკავებული. ამ აქციებს მათი სახელი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადამიანი ვიყო, რაღაცას მაინც გავაკეთებ, რომ ისინი იქ არ დაგვრჩნენ. მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ…“ – აღნიშნავს მაკო გომური ambebi.ge-სთან.
ვრცლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.