ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან Boeing 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 პირი გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა.
Air China ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
ცნობისთვის, აეროპორტების გაერთიანება Air China-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.
Air China მეორე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს. 36 წლის წინ დაარსებული Air China ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს.