ბიონსეს სიმღერაზე – Single Ladies (Put a Ring on It) გადაღებული კლიპი, რომელიც Youtube-ზე 2009 წლის 2 ოქტომბერს აიტვირთა, ვიდეოპლატფორმის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა.
ჯეიკ ნავას გადაღებული შავ-თეთრი მუსიკალური რგოლი, არტისტის მეორე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე იგივე შედეგი ტრეკის – Halo კლიპმა აჩვენა, რომელიც ,,იუთუბზე” იმავე წლის 4 ოქტომბერს განთავსდა და კლუბის წევრი 2020-ში გახდა.
ცნობისთვის, Single Ladies (Put a Ring on It) ბიონსეს მესამე სტუდიურ ალბომში – I Am… Sasha Fierce შედის, რომლის რელიზი 2008 წელს შედგა. სინგლისთვის სხვა მნიშვნელოვან პრემიებთან ერთად, მომღერალმა ,,გრემის” სამი, მათ შორის ,,წლის სიმღერის” ჯილდო მიიღო.