ამერიკის შეერთებულ შტატებში, უისკონსინის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდამსხმელი 15 წლის გოგოა, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა ქალაქ მედისონში მდებარე ერთ-ერთ ქრისტიანულ სკოლაში მოხდა. სროლის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, სასწავლო დაწესებულებაში სროლის შესახებ შეტყობინება სამართალდამცველებმა ადგილობრივი დროით დილის 10:57 საათზე მიიღეს. ადგილზე მისულ პოლიციას ცეცხლი არ გაუხსნია.