LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია…“ – სტიქია ქუთაისის მუნიციპალიტეტში

226
სტიქია ქუთაისში

„ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“ – ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დაზიანებულ უბნებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები მუშაობენ.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გაეცნენ. შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✅ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე უბანზე თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის…

Posted by ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g