მომავალი წლის ,,გრემის” კვირეულის ფარგლებში, 30 იანვარს, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის შავკანიანთა მუსიკის კოლექტივი ,,გლობალური გავლენის ჯილდოს” გადაცემის ცერემონიას გამართავს.
სპეციალური პრემია, რომელიც პატივს იმ მხოლოდ შავკანიან არტისტებს მიაგებს, რომელთა გავლენაც მუსიკის საზღვრებს სცდება, 2022 წელს დაწესდა და პირველად ჯონ ლეჯენს მიენიჭა. 2023 წელს ის Dr. Dre-ის სახელობის გახდა.
გაირკვა, რომ Dr. Dre Global Impact Award-ის 2025 წლის რეციპიენტი, ალიშა ქისი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქისი მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტიცაა.
ინფორმაციისთვის, გასულ წლებში პრესტიჟული ჯილდო ისეთმა არტისტებმა მიიღეს, როგორებიც: ჯონ ლეჯენდი, Dr. Dre, ლილ უეინი, მისი ელიოტი, სილვია რონი, ჯეი-ზი, მერაია ქერი და ლენი კრავიცი არიან.
შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” 67-ე დაჯილდოება 2 თებერვალს გაიმართება.
2025 წლის ,,გრემის” ნომინანტები დასახელდნენ – ბიონსემ ახალი რეკორდი დაამყარა