LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს“ – სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

248
სალომე ზურაბიშვილი აქციაზე

„მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“… მართალია, რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე მალე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ არ ეშინიათ, რადგან იქ მხოლოდ სიყვარული სუფევს და ვინც ამბობს, რომ იქ ვინმესთან დაპირისპირება ბევრ ტყუილთა შორის ეს კიდევ ერთი ტყუილია.

„არ გვინდა არც ყვირილები არც „სალომე“, „სალომე“, არც არაფერი. ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს. უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა. რომელიც ხვალ, ზეგ ძალიან ძლიერი და ევროპული საქართველო იქნება. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“…, მართალია რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილთან შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დღეს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობებზე:

„დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი – „ანწუხელიძის“ მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

🔴LIVE

🔴LIVE

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on კვირა, 22 დეკემბერი, 2024

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მანამდე მანქანას, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო აპარატურა იყო მოთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი ტერიტორიაზე შეუშვეს.

ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g