„მიხეილ სააკაშვილის პოსტი ადასტურებს, რომ ქუჩაში მიმდინარე პროტესტი სახალხო არ არის. ეს ხალხი ქუჩაში საკუთარი სურვილით არ არის გამოსული“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქუჩაში გამოსულ ხალხს აორგანიზებენ და როგორც სანდო წყაროები ამბობენ, ამისთვის გარკვეული სარგებელიც აქვთ“:
„სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს“ – მიხეილ სააკაშვილი
ინფორმაციისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.
„სააკაშვილის პოსტი სწორედ ამაზე მიუთითებდა – მათზეა დამოკიდებული უკან გაუშვებენ, თუ ადგილზე დატოვებენ. სააკაშვილის პოსტი იყო წამოცდენა, რომ პროტესტი მათ მიერ არის მართული და დაფინანსებული, სადაც უცხოური ფინანსებია გარეული“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.