LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ არ დამტოვოთ ასე რა, არ მინდა ინვალიდივით ცხოვრება! გთხოვთ გადააზიაროთ რომ მაქსიმალურად ბევრთან მივიდეს…“ – ნანუსი კალანდაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

380
ნანუსი კალანდაძე

ნანუსი კალანდაძეს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში თავად წერს.

სტატუსში მითითებულია ანგარიშის ნომრებიც, სადაც თანხის გადარიცხვით საზოგადოება ახალგაზრდა ქალის დახმარებას შეძლებს:

„ჩემ სურათს ვუყურებ და ახლაც ვერ ვიჯერებ რომ ეს მე ვარ… ხანდახან ასეთი დილაც არის როგორ დავიღალე… მგონი უკვე მხოლოდ მიას გამო ვითმენ… სამედიცინო ტერმინოლოგიით არ დაგღლით-საქართველოში ხან კუჭის მოჭრას რომ აპირებდნენ და ხან ნერვების, ყველაფერი ეგ გამოირიცხა და იმისთვის, რომ უფრო არ დაიღუპო უნდა იმათხოვრო და კვლევები საზღვარგარეთ იტარო! ოპერაცია ჯერ იქით იყოს და სტენოკარდია დადგინდა, პირველწყარო კი გული არ არის!

რა იწვევს, ის არტერია თუ სხვა რამე დამატებითი კვლევები ჭირდება, მიზეზი არაერთია გთხოვთ არ დამტოვოთ ასე რა, არ მინდა ინვალიდივით ცხოვრება! არსებობს რთული ქეისები, თითო ლარი მე მიშველის. ცამდე მადლობა ყველას რომ აქამდე მომიყვანეთ მხოლოდ თქვენ, გთხოვთ გადააზიაროთ რომ მაქსიმალურად ბევრთან მივიდეს #GE49TB7209645068100002, GE32BG0000000580690831“ – წერს სოციალურ ქსელში ნანუსი კალანდაძე.

ჩემ სურათს ვუყურებ და ახლაც ვერ ვიჯერებ რომ ეს მე ვარ..😭😭 ხანდახან ასეთი დილაც არის😞როგორ დავიღალე..მგონი უკვე მხოლოდ…

Posted by Nanusi Kalandadze on კვირა, 22 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g