LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის სასამართლო ანონიმურ მოწმეებს დაუშვებს

112
7656

შვედეთის პარლამენტმა ხმა მისცა კანონს, რომელიც მოწმეებს სასამართლოზე ანონიმურად გამოსვლის უფლებას მისცემს. სიახლე მოწმეებს მეტ თავდაჯერებულობას შესძენს, ისინი თავს უფრო უსაფრთხოდაც იგრძნობენ და ჩვენების მიცემას უფრო ხშირად დაეთანხმებიან, წერს The Local.

ანონიმურობა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მოწმის ან მის ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ. გარდა ამისა, ანონიმურობა შენარჩუნდება, თუკი საქმე ეხება დანაშაულის, რომელიც 2 წლიდან ზემოთ პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონმა საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია და ექსპერტთა ნაწილის აზრით, მსგავსი კანონისგან სარგებელი „საკმაოდ შეზღუდული“ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები