LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში მანქანა გზიდან გადავარდა – დაიღუპა მძღოლი

202
პოლიცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისპირთან, მანქანა გზიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ, პირველი იანვრის დილას მოხდა. მანქანა თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

magti 5g