„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: „ვრჩები ერთგული, ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი ახალი ოფისიდან… ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება, სანამ საქართველო ახალ არჩევნებს არ მიაღწევს“
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მდინარაძის განცხადებით, „უკვე უხერხულია სალომე ზურაბიშვილის კომენტარების და პოზიციონირების შეფასება“:
„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. იცით რა ქნა? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა დატოვებულიაო. როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. თანავუგრძნობ, გულწრფელად, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“,- აღნიშნა მდინარაძემ.