ჩინელი მაღალჩინოსნები სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, რომ პოპულარული სოც-ქსელი „ტიკტოკი“ „ტესლას“ დამფუძნებელს, ილონ მასკს მიჰყიდონ. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემა აზუსტებს, რომ პეკინელები ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ თუკი აშშ ვიდეო პლატფორმასთან ბრძოლას არ შეწყვეტს.
თუკი „ტიკტოკს“ მასკი იყიდის, პლატფორმაზე კონტროლს სოციალური ქსელი X აიღებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ პოპულარულ სოც-ქსელს ამერიკელი მომხმარებლის მონაცემების შეგროვებასა და ჩინეთის ხელისუფლებისთვის გადაცემაში ადანაშაულებს, რაც ბუნებრივია, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.