კომპანიებმა Jeep და Mopar შვიდი კონცეპტუალური ყველგანმავალი რიგით 52-ე სააღდგომო საფარისთვის წარმოადგინა, რომელიც ამერიკულ ქალაქ მოაბში, ამ თვის ბოლოს გაიმართება. ხუთი კონცეპტი ახალი თაობის Wrangler-ის ბაზაზეა აწყობილი, ერთი Renegade-ს, ხოლო ერთიც Wagoneer-ის საფუძველზე.
Jeep 4SPEED – ყველგანმავალის შემსუბუქებული ვერსიაა, რომელიც კონცეპტებს Pork Chop-სა და Stitch-ს იმეორებს. ისინი 2011 და 2013 წლებში იყვნენ წარმოდგენილნი. Jeep 4SPEED აღჭურვილია 2.0 ლიტრის მოცულობის ძრავით, ძარის უკანა ნაწილი საბარგულად არის გადაკეთებული.
Jeep Sandstorm სარბოლო ყველგანმავალით არის შთაგონებული. მას ჩამონტაჟებული კომპრესორი, დამატებითი განათების ბლოკი, კარბონის კაპოტი, ძარის სტრუქტურაში ინტეგრირებული უსაფრთხოების კარკასი, 17 დიუიმიანი დისკები და 39,5 დიუიმინიანი BF Goodrich Krawler-ის საბურავები აქვს.
რაც შეეხბა Jeep B-Ute-ს, რომელიც Renegade-ის ბაზაზეა აწყობილი, სახურავზე საბარგული და 17 დიუიმიანი დისკები აქვს.
კონცეპტ ქარი Jeep Wagoneer Roadtrip აწყობილია 1965 წლის ავტომობილის მიხედვით. მას 5,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი აქვს, რომელიც ხუთ საფეხურიან ტრანსმისიასთან ერთად მუშაობს.
Nacho Jeep კი სტანდარტული Wrangler-ია Rubicon-ის მოდიფიკაციით. ყველგანმავალს ახალი კაპოტი და დამატებითი განათება აქვს, რომელიც არა მხოლოდ გზის გასანათებლად გამოიყენება, არამედ ის სხვა მძღოლებთან ურთიერთობისთვისაც გამოდგება.
კონცეპტი Jeep Jeepster იგივე სახელწოდების ავტომობილის მიხედვით არის აწყობილი, რომელიც 1966 წელს გამოვიდა. მას ძარა ორ ფერში აქვს გადაწყეტილი, აქვს დამატებითი LED განათებაც.
და ბოლოს, ყველგანმავალი Jeep J-Wagon გაფორმებულია Mopar-ის დეკორის ელემენტებით, 17 დიუმიანი დისკებითა და 35 დიუიმიანი საბურავებით.
ყველგანმავლების ფესტივალი Moab Easter Jeep Safari ყოველ გაზაფხულს სააღდგომო არდადეგებზე იმართება. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი მასობრივი თემატური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა შეჯიბრი ტარდება.