LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დე, მჭირდები, მენატრები“ – მე-7 დღეა, ბათუმში 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ

287
ალექსანდრე მიქელაძე

მე-7 დღეა, ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: „თუ ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე დაინახეს, შორიდან მაინც გადაუღონ ფოტო და გვითხრან ზუსტი ადგილი და დრო…“

ალექსანდრეს ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.

„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„დე, მჭირდები… მენატრები… ყველას გვენატრები“.

ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას ნომერზე: 555 105 500

დეე, მჭირდები…მენატრები…❤️🫂 ყველას გვენატრები…❤️❤️❤️ 555 105 500 ნათია

Posted by ნათია დიაკვნიშვილი on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025

„მენატრები დეე, მალე ჩამეხუტე, ძალიან მჭირდები დეე, მჭირდები, რომ ვისუნთქო…ველოდები ნათლისღების სასწაულს“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g