LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე: „ვარ ძალიან პრინციპული ადამიანი. სულ მილიარდი ადამიანი რომ აღმიდგეს წინ, თუ მაქვს აზრი და მიზანი და მიმაჩნია სამართლიანად, არასდროს ვყვები ტრენდებს…“

258
nutsa buzaladze

ნუცა ბუზალაძე „დღის პოსტთან“ ვრცელ ინტერვიუში ბევრ თემაზე საუბრობს, მათ შორის, იმაზეც, რომ ისევ იგივე ადამიანია, როგორიც იყო და პასუხობს კრიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ხვდება:

„მე ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი. მაშინ დავმარცხდები, როცა ასეთ ადამიანებს დაემსგავსები. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ დავრჩი ისეთ ადამიანად, როგორიც ვიყავი, როცა გამიცანით… ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ძალიან გულსატკენია, როცა ვუყურებ ჩემს ხალხს, გახლეჩილს, არტისტის მოვალეობაა, რომ ხალხს ერთიანობისა და სიყვარულისკენ მოუწოდოს. ასევე ვარ ძალიან პრინციპული ადამიანი. სულ მილიარდი ადამიანი რომ აღმიდგეს წინ, თუ მაქვს აზრი და მიზანი და მიმაჩნია სამართლიანად, არასდროს ვყვები ტრენდებს და მსგავს რაღაცებს. ჩემი თაობა, ბევრი ადამიანი, ჩემნაირად აზროვნებს, მაგრამ არ ვხმაურობთ. ვისაც რაღაცის კეთება შეუძლია, მშვიდად აკეთებს. ამაშიც არის სიძლიერე…

მამაჩემს რომ იცნობდეთ, სადაც თოფი გასროლილა საქართველოში, ყველგან პირველი იდგა. მამაჩემს ვგავარ ფიზიკურადაც და ხასიათითაც…“

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი გვხვდება ბოროტი, სიხალისე შევინარჩუნე… როცა შავი მაცვია, მაფიოზის ცოლივით ვგრძნობ თავს“ – ნუცა ბუზალაძემ გადაცემაში „იმედის დღე“ საკუთარ გემოვნებასა და ინტერესებზე ისაუბრა

ვიდეო: „დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სტუმრობაა“ – ნუცა ბუზალაძემ საპატრიარქოში საგალობელი შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g