LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჯარიმა არაფერს შეცვლის“ – ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

142
ნანუკა ჟორჟოლიანი

გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.

„ჩემს პროცესში ყველაზე ნაკლებ პრობლემას ვხედავ… მთავარი სათქმელი ახლა ყველასი უნდა იყოს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები“ – ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი დაიწყო

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ელოდება.

„არაფერს არ შეცვლის ეს ჯარიმა და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ჩემში კი არა, არც ერთი მოქალაქის შემთხვევაში, ვისაც უსამართლოდ აჯარიმებენ, ეს არაფერს ცვლის. ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე და ყოველდღე, ვიდრე სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისათვის, ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ – კერძოდ იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 3 იანვარს იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ფოტო სლაიდზე: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g