LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი ბარაკ ობამასთან რომანს უარყოფს – მედია კი, ბარაკ და მიშელ ობამების განქორწინებაზე წერს

333
ჯენიფერ ენისტონი

53 წლის ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას განქორწინებაზე მოარული ჭორების პარალელურად, დასავლური მედია ჯენიფერ ენისტონისა და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რომანზე ალაპარაკდა. ინფორმაცია პოლიტიკოსისა და მსახიობის რომანზე ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა, თუმცა ჯიმი კიმელის შოუში ენისტონმა ეს ამბავი უარყო. მსახიობის თქმით, მისთვის ორმაგად მტკივნეულია ამ ტიპის ინფორმაციის მოსმენა, რადგან თავის დროზე თავად დიდი ღალატის მსხვერპლი გახდა, როცა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანის შესახებ შეიტყო.

ამ განცხადების მიუხედავად, ბევრი ფიქრობს, რომ ენისტონი იტყუება. ამის მიზეზი ჯიმი კიმელის შოუში გაკეთებული ის განცხადებაა, რომლის დროსაც ენისტონი აშკარად ღელავდა.

ინფორმაცია ბარაკ და მიშელ ობამების შესაძლო განქორწინებაზე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა მარტო გამოჩნდა ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიაზე. ის ასევე მეუღლის გარეშე იმყოფებოდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე.

საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, 55 წლის ჯენიფერ ენისტონმა ინექციურ კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ჩარევებზე უარი განაცხადა

55 წლის ჯენიფერ ენისტონი იდუმალ პლასტიკურ ქირურგზეა შეყვარებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები