LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

366
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც 15:30-დან 2:00-მდე გასტანს. ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ავარიების, ტრავმების მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია ახალი იდეების წარმოსაჩენად, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვისთვის, ქორწინებისა და ქველმოქმედებისთვის. ენდეთ დღეს ინტუიციას. ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. მოერიდეთ სესხის გაცემას, ფეხსაცმლის შეძენასა და ალკოჰოლური სასმლის მიღებას. 

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აკვამარინი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მწვანეს, ლურჯს, ვერცხლისფერს, იისფერსა და ფირუზისფერს. ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები არ ახდება.

ჯანმრთელობა – სუსტდება ლიმფური, ნერვული სისტემა, ტერფების ზონა და მხედველობა.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე წარმატებულია ქალწულისთვის, თხის რქისთვისა და თევზებისთვის, დღე შედარებით დაძაბულია ვერძთათვის და ტყუპებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები