LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებელი სამუშაოები ჩატარდა

109
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, მგზავრების რაოდენობის ზრდის ფონზე, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამგზავრო ტერმინალის წინ 8645 კვ.მ-ის ტერიტორიაზე გზისა და ავტოსადგომის ხელოვნური საფარი განახლდა. აღნიშნულ სამუშაოებში „ტავ ჯორჯიამ“ 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ცნობისთვის, 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წლიურ ჭრილში 29%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – მგზავრთნაკადი 53%-ით არის გაზრდილი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g