LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერის თვალწარმტაცი ლუქები, პირველი მნიშვნელოვანი აღიარება და პერფორმანსი ,,გრემიზე”

147
photo-collage.png (28)

საბრინა კარპენტერი ,,გრემის” 67-ე დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ სახედ მოგვევლინა. მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის ფონზე, ის დაჯილდოების ნომინანტთა და გამარჯვებულთა შორის პირველად მოხვდა. არტისტმა მინიჭებული ექვსი ნომინაციიდან ორში მოიგო. მისი მეექვსე სტუდიური ალბომი – Short n’ Sweet ,,საუკეთესო პოპ ვოკალურ ალბომად”, ხოლო დისკის მტავარი ჩანაწერი – Espresso ,,საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსად” დასახელდა.

წითელ ხალიჩაზე მომღერალმა JW Anderson-ის ლუქით გაიბრწყინა და აუდიტორია სადებიუტო პერფორმანსითაც მონუსხა.

კარპენტერმა ,,გრემის” მთავარ სცენაზე ჰიტები: Espresso და Please Please Please იმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები