თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავის „კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება“ გულისხმობს.
დაკავებულ სტუდენტებზე ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
„Update: დაკავებულები არიან ადმინისტრაციულით წარწერისთვის „რეჟიმი დაასრულე” 48 საათში ექნებათ პროცესი. უკვე ყოველი დილის მესიჯი „ნანუკა ჩემი შვილი დააკავეს“.
გამორჩეული ოქროს ბიჭები დაუჭერიათ გამთენიისას. ჯავახიშვილის გაფიცული სტუდენტები. Achi Gochitashvili Luka Khizadze Giorgi Barbakadze
ადვოკატი უკვე ჰყავთ. გუჯა ავსაჯანიშვილს უღრმესი მადლობა, სულ რომ მზად არის დასახმარებლად.
მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.