LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: „აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა“

182
პემ ბონდი, დონალდ ტრამპი

„აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა“, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პემ ბონდის დირექტივის თანახმად, აშშ-ში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) სისხლისსამართლებრივი მიზნით აღსრულება იზღუდება.

CNN-ი: ტრამპმა პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა – ვინ არის აშშ-ის მომავალი გენპროკურორი

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა.

გენერალურმა პროკურორმა აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა.

ბონდის ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანს „რესურსების უფრო აქტიური საკითხების მოსაგვარებლად გამოყოფა და პროკურატურის იარაღად გამოყენებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასრულება“ წარმოადგენს.

ბონდის კიდევ ერთი დირექტივის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაუქმდა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით მუშაობდა.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? – აბსოლუტურად! – ევროკავშირი საშინლად გვექცევა“ – დონალდ ტრამპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g