ტრამპის ტარიფები ამერიკის ავტო ბაზრობის 20%-ს შეეხება. ახალი 25%-იანი გადასახადი, რომლის შემოღებასაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ პროდუქციისთვის აპირებს, ბაზარზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. გასულ წელს ამ ქვეყნებიდან მთლიანობაში 3 მილიონი ახალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. ყველაზე მეტად დაზარალდებიან Volkswagen, Stellantis, Nissan და Honda, ასევე General Motors, ამბობენ ექსპერტები.
გასულ წელს აშშ-ში 16,1 მილიონი ახალი მსუბუქი მანქანა გაიყიდა. მათი 61%, ანუ 9,9 მილიონი ერთეული აშშ-შია გამოშვებული. დანარჩენი – იმპორტულია, დაახლოებით 2,2 მილიონი მექსიკიდანაა ჩამოტანილი, თანაც ზრდა ერთ წლის ჯამში 13%-იანი იყო.
ყველაზე მეტად კი მაინც volkswagen-ი დაზარალდება, რადგან ბრენდი აშშ-ში გაყიდული ტრანსპორტის 44%-ს მექსიკაში აწარმოებს. ტარიფები კი ფასების ზრდას აიძულებს, რაც ცუდად აისახება გაყიდვებზე. ამ დროს მექსიკური მანქანები ბიუჯეტური სეგმენტისთვის იქმნება და მათი მყიდველები ზედმეტის გადახდას უბრალოდ ვერ შეძლებენ. შესაძლოა Volkswagen-ს წარმოების აშშ-ში გადატანა მოუხდეს, ან მექსიკაში წარმოებული მანქანების ნაკადი სხვა ბაზრისკენ მიმართოს.