ილონ მასკის მამამ, ელორდ მასკმა შვილის შესახებ სკანდალური განცხადება გაავრცელა. ის ამბობს, რომ ილონის პირველი ვაჟის გარდაცვალება, რომელიც 10 თვის ასაკში, „ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომს“ ემსხვერპლა, სწორედ ილონის ბრალია.
„ილონის ბრალია მისი პირველი შვილის გარდაცვალება. მისი პირველი შვილი ძალიან დიდ დროს ატარებდა ძიძებთან, სწორედ ილონის უყურადღებობას ემსხვერპლა ის. მშობლები ზედმეტად მდიდრები იყვნენ და მათ არ ეცალათ პატარისთვის. 12 ძიძა, ეს ძალიან ბევრია“, – განუცხადა, ელორდმა გამოცემა Wide Awake-ს.
ცნობისთვის, 52 წლის მასკი ამ დროისთვის 13 შვილის მამაა. 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან ჰყავს. სამი შვილი გრაიმსისგან, სამი შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუენსერი, ეშლი სენტ კლერისგან.
რაც შეეხება მილიონერი ილონისა და მისი მამის ურთიერთობას, მედიისთვის მათი ცივი დამოკიდებულება სიახლეს უკვე კარგა ხანია არ წარმოადგენს. ელორდს ისიც კი განუცხადებია, რომ შვილს წარმატებულად სულაც არ თვლის და არც მისით ამაყობს.
„მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა“ – ილონ მასკს მე-13 შვილი შეეძინა
„მისით სულაც არ ვამაყობ“ – ილონ მასკის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი პატარა ბიჭივით იქცევა

