არასწორია, როცა ადამიანს ვეუბნებით -,,თავი ხელში აიყვანე”, – აღნიშნულის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა, გოგიტა გეგელაშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება და არა ყალბი მესიჯები.
„როდესაც მთელი საზოგადოება, ვისაც არ ეზარება ადამიანს ეუბნება, რომ „თავი ხელში აიყვანე“ ეს არასწორია. რაღაც დოზით და გარკვეული ფორმით ეს კარგია, თუ შენ ადამიანს გაუგებ და ეტყვი, რომ ეს არ არის საფუძველი. როდესაც ადამიანი თხრილში ჩავარდება და ეუბნები, აიყვანე თავი ხელში. თუ შეგიძლია დაეხმარე, ან თანაგრძნობა მაინც გამოხატე. გარკვეულწილად ასეთ ლოზუნგს, ადამიანი იღებს როგორც დაცინვას.
როდესაც ხედავ, რომ ადამიანს თავი ხელში ვერ აჰყავს, მას მხარდაჭერა უნდა და არა ყალბი მესიჯები. თუ შეიძლება, რომ წამლის გარეშე მოგვარდეს, მაშინ ექიმმა მცენარეული მედიკამენტიც კი არ უნდა დანიშნოს, ყოველი შემთხვევისთვის. რეკომენდაციაა, ბევრი წყალი მიიღე, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრე და მღელვარება აღარ გექნება“, – ამბობს მედიკოსი.