LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ომი დაასრულოს, არის აშშ – სად არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ გაიმარჯვებდა?! სად არიან?! ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ესეც სახვეწარი გაუხდათ“

122
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები – არც ერთი სხვა!“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს პაპუაშვილმა განუცხადა, ევროპელმა ლიდერებმა უკრაინა წააქეზეს და ომში გამარჯვებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პაპუაშვილის განცხადებითვე, ახლა მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი სახვეწარი გაუხდათ.

ირაკლი კობახიძე: „უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს – მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში“

„სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში“.

„მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ მხარს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას არის ის, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის წინ, დღეს ამაზე უკვე სულ უფრო მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს და უპირველეს ყოვლისა საუბრობს თავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. ვნახეთ ბევრი ევროპელი ხელისუფალი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, უკრაინას აქეზებდა, უკრაინას ჰპირდებოდა, რომ ისინი გამარჯვებდნენ ამ ომში. სად არიან ახლა ესენი?! სად არიან ეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ ის ამ ომში გაიმარჯვებდა?! სად არიან?! ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ესეც სახვეწარი გაუხდათ. ამიტომ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, ისე რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის ამერიკის შეერთებული შტატები. არც ერთი სხვა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მისივე თქმით, „დაბრძენებულმა ქართველმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა, რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში და ახალი ომი გვქონოდა“:

„როდესაც აქლემები ჩხუბობენ კოზაკი იჭყლიტება“ – საქართველო არაერთხელ ყოფილა ასეთ როლში, მათ შორის, 1921 წელს ზუსტად ასეთი გეოპოლიტიკური ძვრების მსხვერპლი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, 2008 წელსაც. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ იწყება ასეთი ომები, ვნახეთ, რა შინაარსია, როგორ გრძელდება და ისიც ვნახეთ, როგორ სრულდება. 2008 წლის ომიდან 8 თვე იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გადატვირთვის წითელი ღილაკი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. წელიწად-ნახევარი იყო გასული ჩვენი ომიდან, როდესაც 2010 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და ისიც ვიცით, რით სრულდება. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ 2008 წელს. ამიტომაც არის, რომ ამ გაკვეთილით დაბრძენებულმა ქართველმა ხალხმა 2022 წელს არ დაუშვა, რომ იგივე განმეორებულიყო საქართველოში და ახალი ომი გვქონოდა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი: ანტიამერიკული აღარ არის აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! – ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?!

„როდესაც ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვამბობდით, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი იქნებოდა თუ პრეს-მდივანი, როცა საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებდა ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი და ამაზე გვეკითხებოდნენ ეს ანტიამერიკული ხომ არისო? “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g