ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და წერს თუ როგორ დაეხმარნენ მოხალისეები გურიაში, თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს.
„თეონა უჯმაჯურიძე – ქვემო ნატანები. 2 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. პატარა 40 დღის. მიტანილია პროდუქტები, პამპერსი, ბავშვის საჭმელი.
ირინა ვაშაყმაძე – ზვანი. სამი მოზარდი შვილით იყო პროდუქტის გარეშე დარჩენილი.
ჩიხლაძე როზა- მოხუცი ბებო, მარტო იყო ჩარჩენილი დიდ თოვლში. გამოყვანილია სოფლიდან.
მოხალისეები არიან, ნიკა კუხილავა, ჯამბულ მუჯირი. ოქროს ადამიანები, რომლებმაც დღეს ძალიან ბევრი იარეს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ გურიაში, დიდთოვლობას გუშინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთანავე, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ამ დრომდე სოფლები გარემოს მოწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება გამოსცა.