ლოს-ანჯელესში Screen Actors Guild Awards გაიმართა. ვარსკვლავებს შორის გახლდათ 32 წლის მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესიც, რომელსაც Celine-ის დახვეწილი კაბა, Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი და Messika-ს სამკაულები ამშვენებდა.
ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურებოდა და წონაში კლებაც საგრძნობლად ეტყობოდა. სწორედ ეს გახდა უამრავი მითქმა-მოთქმის საგანი.
როგორც ცნობილია, სელენას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აქვს, ამიტომ კომენტარებში წერენ, რომ ჰოლივუდში უკვე ფართოდ გავრცელებული პრეპარატის, „ოზემპიკის“ გამოყენება მისთვის დაუშვებელია.
„რადიკალურად შეცვლილია“, „წონაში ოზემპიკით დაიკლო?“, „ოზემპიკის ეპოქა“, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხომ არ დაიკო?“, – არ წყდება კომენტარები.
„მარადიულობა იწყება ახლა“ – სელენა გომესი დაინიშნა






