2 წლის კირა ბაძაღუას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება – გოგონას ახლახან დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი, ჰიპოთალამური ჰამარტომა, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს – ტვინის იშვიათი წარმონაქმნი ბავშვის ზრდასთან ერთად პროგრესირებს, იწვევს ეპილეფსიურ შეტევებს და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
აღნიშნული ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 64 600 ევროს შეადგენს, საქართველოში არ ტარდება. ოჯახს, ამ ეტაპზე, შეგროვებული აქვს თანხის 50%, ოპერაციისთვის საჭირო ფინანსების სრულად მობილიზებისთვის კი მოქალაქეების კიდევ ერთხელ გაერთიანება მნიშვნელოვანია.
„კირას გადაუდებლად ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება. ერთადერთი კლინიკა, სადაც ეს არის შესაძლებელი, გახლავთ Rothschild Foundation Hospital [საფრანგეთი]
მხოლოდ ოპერაციის ღირებულება შეადგენს 64 600 ევროს.
კირას ოჯახმა და მეგობრებმა შეძლეს თანხის ნაწილის მოგროვება, ჯანდაცვის სამინისტროსგანაც მიიღეს 10 000 ევროს დაფინანსება, თუმცა ეს საკმარისი არ არის…
ამ ეტაპზე, შეგროვებულია მხოლოდ 50% და მარტის ბოლომდე უნდა მოვაგროვოთ დარჩენილი თანხა, რომ ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს.
გთხოვთ, გავერთიანდეთ კირასთვის, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
თიბისი ბანკი: #GE53TB7308945068100009 მიმღები: ნიცა ბუხნიკაშვილი [დედა]
საქართველოს ბანკი: #GE63BG0000000538430089 მიმღები: ნიკოლოზ ბაძაღუა [მამა]
მადლობა სიკეთისთვის“, – წერს კირას ოჯახის ახლობელი, სალომე ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
#კირასღიმილისთვის 🌸 კირა ჩემი მეგობრების Nitsa-ს და Nikoloz-ის შვილია და მას განსაკუთრებული ღიმილი აქვს 🌸 და ჩვენ…
Posted by სალომე ჩხეიძე on ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025
კირას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას გოგონას მამა, ნიკოლოზ ბაძაღუა და აღნიშნავს, რომ კირას მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და დროებით ექვემდებარება მედიკამენტურ მართვას.
❤️#კირასთვის❤️ 28 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროსგან 10 000€ ვაუჩერი მივიღეთ რომელსაც 2 თვიანი ვადა აქვს. ოპერაციის…
Posted by Nikoloz Badzaghua on შაბათი, 01 მარტი, 2025