58 წლის ვენსან კასელმა „ინსტაგრამზე“ საყვარელი ქალის, ნარა ბაპტისტასა და ახლად შეძენილი ვაჟის ემოციური ფოტო გაავრცელა. ფოტოში ნარა შვილს ძუძუთი კვებავს, ფოტო პალმების ფონზე, სანაპიროზეა გადაღებული.
„დიდი მადლობა ჩემო სიყვარულო“, – ასე დაასათაურა ფოტო კასელმა
„ჩვენ შენ გვიყვარხარ მამიკო“, – უპასუხა ნარამ.
ცნობისთვის, ვენსან კასელსა და ნარა ბაპტისტას პირველი საერთო შვილი წლის დასაწყისში შეეძინათ. ისინი ვაჟის მშობლები გახდნენ. წყვილმა შვილს კაეტანო დაარქვა.
