LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მიგვატოვოთ, გთხოვთ, ყველანაირი მხარდაჭერა გაბის ცხოვრების შანსია… ძალიან დაღლილია, ყველაზე მეტად ის მიგლეჯს გულს, რომ ვერ ლაპარაკობს, კითხვა მაინც რომ დასვას – რა ხდება მის თავს “ – 14 წლის გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

214
გაბრიელ ნიშნიანიძე

14 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს, რომელიც უმძიმეს ქრონიკულ დაავადებას – იუვენალურ ართრიტს და გაუსაძლის ტკივილებს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„მიშველეთ გთხოვთ, გაბრიელს დაეწყო ძვლის განლევა… მეუბნებიან რომ ეშველება, თუ ფული მექნება… დიაგნოზმა დაიწყო ცუდი გამოვლინება“ – გაბრიელის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

გაბრიელს უკვე 5 წელია გაუსაძლისი ტკივილები აქვს. გაბრიელი აუტისტური სპექტრის მქონეა. ამჟამად იმყოფება სტამბოლში, მის ოჯახს კი გაბრიელის დიაგნოზის დასადგენად კლინიკის შეცვლა უწევს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, თანხა რომელიც შეგროვდა, კვლევების გასაგრძელებლად საკმარისი არ არის.

„ვერავის გწერთ როგორაა გაბი, ძალიან დაღლილია, ტკივილი ისევ აქვს, გაბრიელს არ აქვს მარტივად დასადგენი დიაგნოზი და დიაგნოზის შემდეგ შესაფასებელია მისი სტადია, რადგან ამ ორ დიაგნოზს აქვს სტადიები. ჯერ არ დასმულა დიაგნოზი, გადაგზავნილია იმავე ლაბორატორიაში, როგორც არის ამერიკაში და გერმანიაში, ამ დაავადებებს ხშირად პირველ ეტაპზე სვამენ დიგნოზს – ართრიტს, სამწუხაროდ მსოფლიო პრაქტიკაა ასეთი, ასევე ყველა ქვეყანაში არის რთული ლაბორატორიულად დადასტურება ამ იშვიათი დაავადებების, რომელიც არა მარტო ძვალს აზიანებს, წინ ბევრი კვლევები გვაქვს დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდგომ, ვინც იშვიათი დაავადებები იცის, მიხვდება, რომ ეს არაა მარტივი არც დასადგენი და არც სამკურნალო.

ექიმის ვიზიტის დროს, ანუ უკვე ფაქტობრივად გამოვლენილია ყველა ის სიმპტომი, რომ უკვე ამ კვლევამ უნდა თქვას და დაადასტუროს, შემდგომ იწყება კვლევა სხვა მიმართულებით და აი ასე არ ვიცით, როდის დასრულდება გაბრიელის ეს ტანჯვა, იმედს მაძლევენ დიაგნოზის დასმის მერე არის ქიმია თერაპია, გამაყუჩებლად კი მორფი, ნუ ეს ყველაფერი ლაბორატორიული დასტურის მერე გადაწყდება, პირველადი პასუხები კი იქნება 24 მარტს, არ ვიკვლევთ მხოლოდ სტამბულში, ჩართული ვართ გერმანიასთან სულ და საბოლოო პასუხიც ორივე ქვეყნიდან გვექნება.

სტამბოლში კიდევ იმის გამო წამოვედით, რომ აქ მსოფლიოში რომ სულ რამდენიმე კლინიკაშია ეს ლაბორატორია და ერთი სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალშია საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მგონი შევძელი მეთქვა, რაც ხდება დეტალურად, გადმოცემაც მიჭირს უკვე ამ ყველაფრის რომ არა ტკივილები, ალბათ კვლევას შევწყვეტდი, ისე მეცოდება ბავშვი.

და რომ არა თქვენ და თქვენი ყველანაირი გამხნევება, მე ამას ვერ შევძლებდი, განსაკუთრებულად ერთი დედა, რომელიც ჩემთვის არის მაგალითი დედობის, ასეთი რამ მითხრა და სულ მახსოვს, ფრენის დროს ასე გვაფრთხილებენ, რომ უსაფრთხოების დროს ჯერ დედა იკრავს ღვედს და მერე უკეთებს შვილსო. მეც ვცდილობ, რომ ამდენ სტრესში არ დავიბნე არ დავკარგო თავი და მივხედო შვილებს.

მიყვარხართ და მადლობა. ჩვენ მართლა განსაკუთრებული ხალხი გვყავს, საამაყო ქვეყანა და ხალხი.

არ მიგვატოვოთ, გთხოვთ, ყველას გამხნევებით, ლოცვით, ბოლომდე უნდა შევძლოთ, გთხოვთ. ყველანაირი მხარდაჭერა გაბის ცხოვრების შანსია. გაბრიელს ჯერ ისევ ურთულესი ტკივილები აქვს. არ მიგვატოვოთ, გთხოვთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ სადამდე არის ასეთი დიაგნოზები. არ შეეჩვიოთ, რომ გაბრიელს შეიძლება აღარ ეშველოს.

გთხოვთ, მე მჯერა, რომ საბოლოოდ ამდენი ამაგი შედეგს გამოიღებს. წარმოგიდგენიათ ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა ამას რომ ვუყურებთ.

ყველაზე მეტად კი ის მიგლიჯავს გულს, რომ ვერ ლაპარაკობს, კითხვა მაინც რომ დასვას – რა ხდება მის თავს“, – წერს გაბრიელის დედა, თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი – მიმღები: თამარ იარაჯული #GE33BG0000000101172380

თიბისი ბანკი – მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე #GE62TB7477945066300001

PayPal: @Tiarajuli

ვერავის გწერთ როგორაა გაბი, ძალიან დაღლილია, ტკივილი ისევ აქვს, გაბრიელს არ აქვს მარტივად დასადგენი დიაგნოზი და დიაგნოზის შემდეგ შესაფასებელია მისი სტადია რადგან ამ ორ დიაგნოზს აქვს სტადიები, ჯერ არ დასმულა დიაგნოზი გადაგზავნილია იგივე ლაბორატორიაში როგორც არის ამერიკაში და გერმანიაში, ამ დაავადებებს ხშირად პირველ ეტაპზე სვავენ დიგნოზს ართრიტს, სამწუხაროდ მსოფლიო პრაქტიკაა ასეთი, ასევე ყველა ქვეყანაში არის რთული ლაბორატორიულად დადასტურება ამ იშვიათი დაავადებების რომელიც არა მარტო ძვალს აზიანებს, წინ ბევრი კვლევები გვაქვს დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდგომ, ვინც იშვიათი დაავადებები იცის მიხვდება რომ ეს არაა მარტივი არც დასადგენი და არც სამკურნალო, ექიმის ვიზიტის დროს ანუ უკვე ფაქტობრივად გამოვლენილია ყველა ის სიმპტომი რომ უკვე ამ კვლევამ უნდა თქვას და დაადასტუროს, შემდგომ იწყება კვლევა სხვა მიმართულებით და აი ასე არ ვიცით როდის დასრულდება გაბრიელის ეს ტანჯვა, იმედს მაძლევენ დიაგნოზის დასმის მერე არის ქიმია თერაპია გამაყუჩებლად კი მორფი, ნუ ეს ყველაფერი ლაბოლატორიული დასტურის მერე გადაწყდება, პირველადი პასუხები კი იქნება 24 მარტს, არ ვიკვლევთ მხოლოდ სტამბულში, ჩართული ვართ გერმანიასთან სულ და საბოლოო პასუხიც ორივე ქვეყნიდან გვექნება, სტამბულში კიდევ იმის გამო წამოვედით რომ აქ მსოფლიოში რომ სულ რამოდენიმე კლინიკაშია ეს ლაბორატორია და ერთი სტბულში ამერიკულ ჰოსპიტალშია საუნივერსიტეტო კლინიკაში, მემგონი შევძელი მეთქვა რაც ხდება დეტალურად გადმოცემაც მიჭირს უკვე ამ ყველაფრის რომ არა ტკივილები ალბათ კვლევას შევწყვეტდი ისე მეცოდება ბავშვი 🙏 და რომ არა თქვენ და თქვენი ყველანაირი გამხნევება მე ამას ვერ შევძლებდი, განსაკუთრებულად ერთი დედა რომელიც ჩემთვის არის მაგალითი დედობის, ასეთი რამ მითხრა და სულ მახსოვს, ფრენისდროს ასე გვაფრთხილებენ რომ უსაფრთხოების დროს ჯერ დედა იკრავს ღვედს და მერე უკეთებს შვილსო 🙏 მეც ვცდილობ რომ ამდენ სტრესში არ დავიბნე არ დავკარგო თავი და მივხედო შვილებს 🙏 მიყვარხართ და მადლობა 🙏 ჩვენ მართლა განსაკუთრებული ხალხი გვყავს საამაყო ქვეყანა და ხალხი 🙏 არ მიგვატოვოთ გთხოვთ ყველას გამხნევებით ლოცვით ბოლომდე უნდა შევძლოთ გთხოვთ 🙏 ყველანაირი მხარადაჭერა გაბის ცხოვრების შანსია 🙏 გაბრიელს ჯერ ისევ ურთულესი ტკივილები აქვს 🙏 არ მიგვატოვოთ გთხოვთ 🙏 არ დაკარგოთ იმედი რომ სადამდე 🙏 არის ასეთი დიაგნოზები 🙏 არ შეეჩვიოთ რომ გაბრიელს შეიძლება აღარ ეშველოს 🙏 გთხოვთ, მე მჯერა რომ საბოლოოდ ამდენი ამაგი შედეგს გამოიღებს 🙏 წარმოგიდგენიათ ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა ამას რომ ვუყურებთ 🙏 ყველაზე მეტად კი ის მგლიჯავს გულს რომ ვერ ლაპარაკობს კითხვა მაინც რო დასვას რა ხდება მის თავს 🙏

Posted by Tamuna Iarajuli on პარასკევი, 14 მარტი, 2025

საზოგადოებას გაბრიელის მხარდასაჭერად გაერთიანებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი ნინო ორდენიძე და წერს:

„მეგობრებო, ყველას გთხოვთ არ ჩაუაროთ ამ პოსტს.

გაბის თითქმის ყველა იცნობთ და იცით მისი მდგომარეობა. გაბი არის 14 წლის აუტისტური სპექტრის მქონე უსაყვარლესი ბიჭი. 14 წლიდან ბოლო 5 წელია გაუსაძლისი ტკივილებით ცხოვრობს! 5 წელია მისი ოჯახი იბრძვის გაბის გადასარჩენად! არ დასრულდა ამ ბავშვის ტანჯვა!

ერთი კვირაა, რაც სტამბოლში არიან და ახლა გაირკვა, რომ ბავშვის მკურნალობა არ მიდიოდა სწორად, კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი დიაგნოზი! ისევ გაუსაძლისი ტკივილებით არის ბავშვი! დაიტანჯა თვითონ და უმძიმესია მისი ოჯახის მდგომარეობა!

გაბის დედა, თამუნა, ჩემი მეგობარია, ყოველთვის რომ ყველას გვერდში დგას, ისეთი გოგოა!არასოდეს რომ არავის პრობლემა არ გაუტარებია, ისეთი ადამიანია! დღეს კი, აი ამდენი ბრძოლის შემდეგ ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია და ისევ შვილის გადასარჩენად იბრძვის!

გაბის დიაგნოზის დასადგენად უწევთ კლინიკის შეცვლა, თანხა, რომელიც შეგროვდა არაა საკმარისი, რომ გაგრძელდეს კვლევები!

გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვისაც რითი შეგვიძლია, დავეხმაროთ გაბის, რომ შეძლოს ტკივილების გარეშე ცხოვრება!

ეჭვი აქვთ ძვლის იშვიათ დაავადებაზე და საბოლოო პასუხამდე საჭიროა დამატებითი კვლევები, რომ დროულად დაიწყონ მკურნალობა! დაზიანებული აქვს ყველა სახსარი და ძვალი! არ ვიცი ერთმა პატარა ბავშვმა ამდენს როგორ უნდა გაუძლოს! ტკივილების გამო დაუმძიმდა მისი პირველადი დიაგნოზიც აუტისტური სპექტრი და ერთი კვირაა ვერ იძინებს!

ძალიან გთხოვთ, ვისაც რითი შეგვიძლია, დავეხმაროთ, ახლა ერთ ლარსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა! გთხოვთ, არ დავტოვოთ მარტო გაბი და მისი ოჯახი, ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – წერს ნინო ორდენიძე.

🆘მეგობრებო,ყველას გთხოვთ არ ჩაუაროთ ამ პოსტს🙏 გაბის თითქმის ყველა იცნობთ და იცით მისი მდგომარეობა.გაბი არის 14 წლის აუტისტური სპექტრის მქონე უსაყვარლესი ბიჭი.14 წლიდან ბოლო 5 წელია გაუსაძლისი ტკივილებით ცხოვრობს!5 წელია მისი ოჯახი იბრძვის გაბის გადასარჩენად!არ დასრულდა ამ ბავშვის ტანჯვა! ერთი კვირაა რაც სტანბულში არიან და ეხლა გაირკვა,რომ ბავშვის მკურნალობა არ მიდიოდა სწორად,კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი დიაგნოზი!ისევ გაუსაძლისი ტკივილებით არის ბავშვი!დაიტანჯა თვითონ და უმძიმესია მისი ოჯახის მდგომარეობა! გაბის დედა თამუნა ჩემი მეგობარია,ყოველთვის რომ ყველას გვერდში დგას ისეთი გოგოა!არასოდეს რომ არავის პრობლემა არ გაუტარებია ისეთი ადამიანია!დღეს კი,აი ამდენი ბრძოლის შემდეგ ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია და ისევ შვილის გადასარჩენად იბრძვის! გაბის დიაგნოზის დასადგენად უწევთ კლინიკის შეცვლა,თანხა რომელიც შეგროვდა არაა საკმარისი რომ გაგრძელდეს კვლევები! გთხოვთ,კიდევ ერთხლეს,ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ გაბის რომ შეძლოს ტკივილების გარეშე ცხოვრება! ეჭვი აქვთ ძვლის იშვიათ დაავადებაზე და საბოლოო პასუხამდე საჭიროა დამატებითი კვლევები,რომ დროულად დაიწყონ მკურნალობა!დაზიანებული აქვს ყველა სახსარი და ძვალი! არ ვიცი ერთმა პატარა ბავშვმა ამდენს როგორ უნდა გაუძლოს!ტკივილების გამო დაუმძიმდა მისი პირველადი დიაგნოზიც აუტისტური სპექტრი და ერთი კვირაა ვერ იძინებს! ძალიან გთხოვთ ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ,ეხლა ერთ ლარსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა! გთხოვთ,არ დავტოვოთ მარტო გაბი და მისის ოჯახი,ეხლა სხვა გამოსავალი არ არსებობს!🙏🥹 საქართველოს ბანკი მიმღები: თამარ იარაჯული #GE33BG0000000101172380 თიბისი ბანკი მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე #GE62TB7477945066300001 PayPal: @Tiarajuli @Tiarajuli https://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US გავავრცელოთ🙏 Giorgi Sandukhadze Tamuna Iarajuli მთელი გულით თქვენთან ვარ❤️

Posted by Nino Ordenidze on ხუთშაბათი, 13 მარტი, 2025
magti 5g