გასული წლის ივნისში, უილ სმიტმა ახალი სიმღერა – You Can Make It წარადგინა. სიმღერის სადებიუტო პერფორმანსი BET Awards-ზე შედგა.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2005 წლის შემდეგ, ის მუსიკალურ ფესვებს უბრუნდებოდა.
ვიდეო: აშერის შემოქმედების ტრიბიუტი და აფროამერიკული წარმოშობის ვარსკვლავების ტრიუმფი BET Awards-ზე
ამ დღეებში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, უილი ამ რანგში სიახლეს შემოგვთავაზებს.
ცნობილი გახდა, რომ სმიტის მეხუთე სტუდიური ალბომი – Based on a True Story, 28 მარტს დარელიზდება. დისკში 14 სიმღერა, მათ შორის მის ვაჟთან, ჯეიდენთან დუეტი შედის.
ცნობისთვის, უილ სმიტის მუსიკალური კარიერა სტარტს 1986 წლიდან, DJ Jazzy Jeff-თან კოლაბორაციული პროექტით, The Fresh Prince-ის სახელით იღებს. საკუთარი სახელით ის მუსიკალურ ასპარეზზე 1997 წელს გამოჩნდა, როცა სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Big Willie Style გამოუშვა.