გასულ თვეს მედია ახალი ჰოლივუდური რომანის შესახებ ალაპარაკდა. საუბარია ტომ კრუზისა და ანა დე არმასის შესახებ. 62 წლის ტომი და 36 წლის ანა ჯერ ვალენტინობის დღეზე სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს, რამდენიმე დღის წინ მათ ლონდონში, ვერტმფრენით გაისეირნეს.
ცოტა ხნის წინ ინსაიდერმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მათ მხოლოდ საქმე აკავშირებთ და მომავალ ერთობლივ კინო-პროექტებს განიხილავენ.
„მათ არანაირი რომანტიკული კავშირი არ აქვთ, ტომსა და ანას მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი მომავალ ერთობლივ კინო-პროექტებს განიხილავენ. მოგეხსენებათ, ტომმა თავისი ძველი ფილმი „ტოპ-მსროლელი“ დააბრუნა ეკრანებზე და ის ახალა „ჭექა-ქუხილის დღეების“ მეორე ნაწილზე ფიქრობს, თავის პარტნიორად კი სწორედ ანას მოიაზრებს“, – განაცხადა წყარომ.
შეგახსენებთ, „ჭექა-ქუხილის დღეები“ სათავგადასავლო დრამაა, რომელიც 1990 წელს გამოვიდა. ტომს მაშინ პარტნიორობა ნიკოლ კიდმანმა გაუწია, ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, – კრუზმა კიდმანის შემცვლელი უკვე იპოვა.
ბენ აფლეკის მიტოვების შემდეგ, ანა დე არმასი ტომ კრუზს მიადგა – პაემანი ვალენტინობაზე



