LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ამჟამად ყირგიზეთი, საიმპორტო პარტნიორი კი აშშ-ია

106
პარტნიორი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.567 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 4%-ით, ხოლო იმპორტი – 19.6%-ით.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ: ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები კი – აშშ, რუსეთი და თურქეთი.

2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები და სპირტიანი სასმელები, საიმპორტო სამეულში კი – სურათები და ნახატები, მსუბუქი ავტომობილები და ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g